ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 30.04.2018
ნანახია: 1330

30 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4617 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9713 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6073 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3708 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე