სად გაუჩინარდა თეთრი სახლის წინ მაკრონისა და ტრამპის მიერ დარგული ხე?

საქართველო, თბილისი - 16:02 | 30.04.2018
ნანახია: 1272

ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს აჩუქა, სადღაც გაქრა.

გასულ კვირას ტრამპმა და მაკრონმა თეთრი სახლის წინ დარგეს მუხის ნერგი, რომელიც მაკრონმა ბელო ვუდის ბრძოლის ველიდან ვაშინგტონში ჩაიტანა.

ამ ბრძოლაში ფრანგები და ამერიკელები პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წლის ივნისში მხარდამხარ იბრძოდნენ.

ამ ბრძოლის შემდეგ ომში ინიციატივა საბოლოოდ ანტანტას ხელში გადავიდა. ამერიკელებმა ბრძოლის ვფელზე 2 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის წინ დარგული ხე ორი ქვეყნის მსგავსი კავშირების მოგონების სიმბოლოდ იქცევა.

თუმცა „როიტერის“ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ თეთრი სახლის წინ ხე აღარ იდგა. მის მიერ გადაღებულ ფოტოში კი ცოტა ხნის წინ დარგული ხნის ნაცვლად მხოლოდ გაყვითლებული ბალახის ლაქააა დარჩენილი.

მოგვიანებით საფრანგეთის ელჩმა ვაშინგტონში ჟერარ არომ განაცხადა, რომ ხე კარანტინშია გაგზავნილი.

 „ის კარანტინშია, რაც აუცილებელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის. ამის შემდეგ მას ისევ დარგავენ“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერში“.

ჟერარ არომ განმარტა, რომ ხე სინამდვილეში მიწაში ჩარგული არც ყოფილა, მისი თქმით, ხის ფესვები დამცავი გარსით იყო შეფუთული.

Трамп и Макрон с супругами




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე