მაკა ჩიჩუა საქველმოქმედო გამოფენას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

საქართველო, თბილისი - 11:26 | 30.11.2015
ნანახია: 1563

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერ ღონისძიებასდაესწრო, რომელიც კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ და „სოციალური თერაპიის სახლის" ორგანიზებით გაიმართა.

 მაკა ჩიჩუამ ორგანიზაციის ბენეფიციართა ხელით შექმნილი  ნამუშევრები დაათვალიერა და ავტორებს გაესაუბრა.  პირველ ლედის ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები უსახსოვრეს დაერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს. გამოფენის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საგანგებოდ დღევანდელი ღონისძიებისთვის მომზადებულისოციალური ვიდეო რგოლი აჩვენეს, რომელშიც საწარმოს საქმიანობისა და ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ იყო საუბარი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე