მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,6 %-ი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 30.04.2018
ნანახია: 978

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.   


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე