ქაბულის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 12:05 | 30.04.2018
ნანახია: 1160

ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით, ორმაგ ტერაქტს ავღანეთის დედაქალაქში 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.
აფეთქებები ქაბულში ორშაბათს დილით მოხდა. პოლიციის ცნობით, პირველი აფეთქება განახორციელა  თვითმკვლელმა-ტერორისტმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოტოციკლით იმყოფებოდა.  

მეორე აფეთქება იმავე რაიონში 20 წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები და საგანგებო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

მეორე აფეთქების შედეგად შვიდი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის სააგენტო „ფრანს პრესის“ ფოტორეპორტიორიც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე