ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 27.04.2018
ნანახია: 965

27 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4617 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4640 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.23 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9762 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0007 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.45 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6077 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.3932 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 აპრილიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე