უკრაინის საპრეზიდენტო რეიტინგში იულია ტიმოშენკო ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 26.04.2018
ნანახია: 982

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო, დაახლოებით 14% -იანი მხარდაჭერით ლიდერობს საპრეზიდენტო რეიტინგში. მოქმედ პრეზიდენტს , პეტრო პოროშენკოს მხარი 9% -მა დაუჭირა.

მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

კვლევის თანახმად, რესპონდენტებს შორის რომლებიც აპრებენ არჩევნებში მონაწილეობას და უკვე ჩამოყალიბდნენ თუ ვის აძლევენ ხმას, ტიმოშენკომ 14% დააგროვა; უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი გრიცენკომ 11%; რადიკალური პარტიის ლიდერმა, ოლეგ ლიაშკომ და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკომ 8%; ხოლო პარტია "სიცოცხლისთვის" ლიდერმა 6 %.

სოციალური გამოკითხვის ორგანიზატორების მონაცემებით, შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება. ეს იმ შემთხვევაშ ხდება, როცა ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს ხმების 50 %-ს. გამოკითხვაში მონაწილეობა უკრაინის 6 ათასამდე სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე