"ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს ივანიშვილის ჩართვა და ეს სასიკეთოა ქვეყნისთვის - ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:24 | 26.04.2018
ნანახია: 838

მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, არა იმიტომ, რომ კრიზისია გუნდში, როგორც ეს ისმის კომენტარებში ოპონონტების მხრიდან და ასე ნამდვილად არაა, არამედ პარტიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციისთვის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს ასევე საჭიროა საზოგადოებრივი რესურსის, ახალი იდეების და რეფორმების ირგვლივ გაერთიანებისთვის. 

„მე ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილის მუშაობის სტილს და მის შესაძლებლობებს, მას შეუძლია სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს მოცემულობა. სიახლეები საჭიროა. მინახავს, როგორ ცვლიდა ყველაფერს უკეთესობისკენ ყველაზე კრიტიკულ და ურთულეს დროს.

,,ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ჩართვა და ეს მხოლოდ სასიკეთოა ქვეყნისთვის. მე მჯერა მას სხვა არაფერი ამოძრავებს, გარდა ქვეყნის სიყვარულისა და მისი მსახურებისა. ვფიქრობ, ეს ეტაპიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე