ნიკოლ ფაშინიანი პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას დებს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 26.04.2018
ნანახია: 866

სომხეთში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნოკოლ ფაშინიანი პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას დებს.

მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ფაშინიანს არ განუმარტავს კონკრეტულად რომელ პირებს მიიჩნევს პოლიტპატიმრებად. ხელისუფლების განცხადებით სომხეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

სომხეთში მრავალათასიანმა აქციებმა პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომა გამოიწვია.

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფაშინიანის კანდიდატურა დაასახელა. სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში, შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე