5 შეცდომა, რომელიც ქალის გარეგნობას ზიანს აყენებს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 26.04.2018
ნანახია: 1183

სილამაზე სუბიექტურია. სხვადასხვა დროს სილამაზის განსხვავებული კანონები მოქმედებდა. მაგრამ არსებობს ისეთი დაუშვებელი შეცდომებიც, რომლებსაც სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალის გარეგნობისთვის ზიანის მიყენება?

დასაბანი თმა

ლამაზი, მაგრამ დასაბანი თმა საშინლად გამოიყურება. და ამას გამართლება არ აქვს! იმ შემთხვევაშიც კი თუ წყალი არ მოდის, თმის მოწესრიგება შესაძლებელია. არსებობს მშრალი შამპუნები, რომელიც სწრაფად აცოცხლებს თმას, აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს.


მოუვლელი წარბები

თვალის მაკიაჟთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ წარბების ფორმების კორექცია. ულამაზო, არასწორი ფორმის წარბები აფუჭებს შთაბეჭდილებას ჩრდილებით შეღებილი თვალების ფონზეც კი.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და უშნო, დაზიანებული კბილები

ეს ყოველგვარ მომხიბვლელობას კლავს. ასეთი ნაკლის გამო შეუძლებელია ლამაზი ღიმილის შენარჩუნება. არ დაგავიწყდეთ კბილების სავალდებული გახეხვა. ამის დასაფარად არ ღირს მუდმივად საღეჭი რეზინის გამოყენება. მაინც დაგავიწყდათ კბილების გახეხვა? მისი შესანიშნავი ალტერნატივა აეროზოლია.

მოუვლელი ფრჩხილები

ფრჩხილები ყოველდღე უნდა მოიწესრიგოთ იმისგან დამოუკიდებლად, გისვიათ თუა არა ლაქი.

არარეგულარული ეპილაცია

გლუვი ფეხები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს, იმის მიუხედავად, ლამაზია თუ არა ისინი. ვის სიამოვნებს თმით დაფარული ფეხების ყურება თუნდაც ისინი კისრიდან იწყებოდეს? რა თქმა უნდა არავის. ამისთვის არჩევანი დიდია - საპარსი, სპეციალური კრემები, ეპილატორები, ცვილი და სხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე