მაღალჩინოსანმა ნაოჭების საწინააღმდეგო საცხების მოპარვისთვის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 26.04.2018
ნანახია: 954

ესპანეთში მადრიდის მთავრობის ხელმძღვანელმა კრისტინა სიფუენტესმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის სუპერმარკეტიდან სახის მოვლის საშუალებების მოპარვაში დაადანაშაულეს.

გაზეთ Vanguardia-ს ცნობით, ჩინოვნიკმა 2011 წელს სუპერმარკეტიდან ნაოჭების საწინააღმდეგო საცხის ორი ქილა მოიპარა. საცხების ღირებულება 40 ევროს არ აღემატებოდა.

ვიდეოჩანაწერი მხოლოდ ახლა გავრცელდა. კადრებში ჩანს დაცვის წევრს როგორ მიყავს ქალი სპეციალურ ოთახში და აიძულებს ჩანთაში მოთავსებული ნივთები აჩვენოს. სუპერმარკეტის ადმინსტრაციას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან პოლიტიკოსმა პროდუქციის საფასური გადაიხადა.

53 წლის სიფუენტესის თქმით, ვიდეოჩანაწერი იმის მტკიცებულებაა, რომ მასზე კომპრომატებს აგროვებდნენ. ქალმა აღნიშნა, რომ ამაყობს თანამდებობაზე ყოფნის დროს შესრულებული სამუშაოთი და პოსტიდან თავაწეული მიდის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე