სოფელ კობალთაში ტყე იწვის

საქართველო, თბილისი - 14:44 | 26.04.2018
ნანახია: 879

შუახევში, სოფელ კობალთაში ტყე იწვის. აჭარის ტელევიზია ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ტექნიკით ხანძრის კერებამდემისვლა გაუჭირდებათ. 

შემთხვევის ადგილისკენ შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი და ხულოს ერთი ბრიგადა უკვე გავიდა. 

სოფელ კობალთაში, აღნიშნულ ტყეში ხანძარი სამი წლის წინაც გაჩნდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე