კონჩიტა ვურსტმა ქალურ გარეგნობაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 26.04.2018
ნანახია: 1492

შიდსით ინფიცირების შესახებ გულახდილი განცხადების შემდეგ კონჩიტა ვურსტმა კიდევ ერთი შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მან ქალის გარეგნობასთან გამოთხოვება გადაწყვიტა.

The Independent-თან ინტერვიუში ტომას ნოივირტმა აღნიშნა, რომ კონცერტებზე კაბებს აღარ ჩაიცვამს და მაყურებლის წინაშე მამაკაცური იმიჯით წარდგება.

 „ვაკეთებ იმას, რაც მსურს, ვიცვამ ისე, როგორც მინდა და ახლა მსურს რომ უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე“, - განაცხადა ტომასმა.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ მისი ახლანდელი სცენური სახე უფრო მეტად გავს ჩვეულებრივ ტომასს, რომელსაც ქუჩაში ვერ ცნობენ. მისი თქმით, ის ახლა წვერიანი მომღერალია და არა დივა ოქროსფერი კაბით.

„მე მიხაროდა ჩემი ქალური მხარე ბოლო 10 წლის განმავლობაში. მან ბევრი მხიარულება მომიტანა „ევროვიზიაზე“ და ყველაფერი დანარჩენი, რაც შემდეგ მას მოყვა. მივხვდი, რომ ამ პერსონაჟს, რომელიც შევქმენი, აქვს უდიდესი პოტენციალი, რათა განვითარდეს სრულიად სხვა მიმართულებით. მე უბრალოდ ვეძებ შთაგონებას“, - დასძინა ნოივირტმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე