"ქართულ ოცნებაში" საჭიროა ცვილებები - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 26.04.2018
ნანახია: 758

ივანიშვილი რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება ჩვენს პარტიაში, -  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილის განაცხადების შემდეგ რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მას ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

“დღეს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება პოლიტიკურ პროცესებს, როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე. ის რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება ჩვენს პარტიაში. საჭიროა, პარტიაში ცვლილებები ”,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს  შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ დრომდე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე