ტკბილი ცხოვრება - კიდევ ერთხელ შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებების შესახებ

საქართველო, თბილისი - 11:35 | 26.04.2018
ნანახია: 1572

ამერიკელი სპეციალისტები ლომ-ლინდის უნივერსიტეტიდან ირწმუნებიან, რომ კაკაოს  მაღალი შემცველობის შავის შოკოლადის წყალობით,  უმჯობესდება ადამიანის იმუნიტეტი და იზრდენა ტვინის აქტივობა.

თავიანთ კვლევაში მეცნიერებმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე კაკაო.

ექსპერიმენტების დროს გაირკვა, რომ შოკოლადი, რომელიც სულ მცირე 70 პროცენტ კაკაოს შეიცავს, აუმჯობესებს უჯრედშორის სასიგნალო გზებს, რაც დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე.

მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, რომ 48 გრამი შოკოლადის მიღება ადამიანს ეხმარება უკეთესად აითვისოს და დაიმახსოვროს სხვადასხვა ინფორმაცია.

მეცნიერთა ზრით, შოკოლადს ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში და მას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაც შეუძლია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე