საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 10:32 | 26.04.2018
ნანახია: 788

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 დაღუპულის ნეშტი სამების ტაძარში დაასვენეს, ორი კი ახლობლების მოთხოვნით საკუთარ სახლში გადაასვენეს.

სამგლოვიარო პროცესია 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ამ დროისთვის აფხაზეთში კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე