სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 25.04.2018
ნანახია: 1141

სომხეთში საპროტესტო აქციის ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ის ასევე იმედოვნებს მოლაპარაკებების გამართვას რუსეთისა და ამერიკის დიპლომატებთან. 

"დღეს შევხვდი სომხეთში აკრედიტირებულ ელჩებს. უახლოეს მომავალში შევხვდები სომხეთში რუსეთის და ამერიკის ელჩებსაც“, - წერს ფაშინიანი თავის Facebook გვერდზე.

ცნობისთის, 17 აპრილს ოპოზიციამ, რომელიც სარგსიანს ქვეყნის არაეფექტურ მმართველობაში და ეკონომიკის გაუარესებაში ადანაშაულებდა, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ განაცხადა.

ორშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა, მის მიმართ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა. სპეციალურ მიმართვაში სარგსიანმა აღიარა, რომ მოცემულ სიტუაციაში იყო მხოლოდ რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მისთვის ის ხედავდა ერთადერთს - დაეტოვებინა თანამდებობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე