ლივერპულში „რომას“ ორი გულშემატკივარი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 25.04.2018
ნანახია: 752

„რომას“ ორი გულშემატკივარი დააკავეს ინგლისის ქალაქ „ლივერპულში“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ მკვლელობის მცდელობისთვის. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 „ლივერპულისა“ და „რომას“ მატჩის დაწყებამდე ინგლისელი და იტალიელი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად მერსისაიდელების გულშემატკივარმა თავის ტრავმა მიიღო, ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

გამოცემის ცნობით,  ზოგიერთი გულშემატკივარი შეიარაღებული იყო ჩაქუჩებითა და ქამრებით. პოლიციელებმა „ლივერპულის“ გულშემატკივარზე სავარაუდო თავდამსხმელები დააკავეს. 25 და 26 წლის რომაელებს შესაძლოა მკვლელობის ბრალდება წაუყენონ.

გამარჯვების მატჩის შემდეგ „ლივერპულმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ინგლისის კლუბმა დაშავებულსა და მის ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში დახმარებას დაპირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე