იტალიაში „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:09 | 24.04.2018 ნანახია: 127419 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები.
„მეღვინეობა ხარებას“ პირველი მაღაზია საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. დღეს ბრენდი 8 საფირმო მაღაზიას ფლობს, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, რომელიც დაარსების დღიდან აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს აწარმოებს.
„მსოფლიოში ღვინის წარმოების ლიდერის სტატუსს იტალია დღემდე ინარჩუნებს, ამიტომ ევროპის მასშტაბით „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზიის პირველად იტალიაში გახსნა, როგორც ქვეყნისთვის ასევე კომპანიისთვის უკვე დიდი წარმატებაა. „მეღვინეობა ხარება“ არის პროგრესზე ორიენტირებული და მუდმივად მზარდი ბიზნესი, რომლის მიზანია კომპანიის მასშტაბური განვითარება, იტალიის მაღაზიის გახსნაც სწორედ ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მიზნისკენ. აღნიშნულმა სიახლემ უკვე გამოიწვია ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი ინტერესი, როგორც კომპანიის ასევე ზოგადად ქართული ღვინის მიმართ. ბარიში გახსნილი „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია პირველი ბრენდული ღვინის მაღაზია ევროპის მასშტაბით, კომპანიის მიზანია მომავალში მსოფლიოს მასშტაბით საფირმო მაღაზიებით ბაზარზე პოზიციონირების გამყარება.“- აცხადებს გიორგი ეზუგბაია
„მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან 100 მეტრში, ტურისტულ ცენრტში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტი.
„მეღვინეობა ხარებას“ იტალიის მაღაზიის მისამართი :via Strada del Carmine 40, Bari, Italia
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა