ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს მესამე შვილი შეეძინათ

საქართველო, თბილისი - 16:57 | 23.04.2018
ნანახია: 1182

 

კემბრიჯის ჰერცოგინიას  ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს ვაჟი შეეძინათ. სასიხარული ამბავი კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებმა  Twitter-ით  გაავრცელეს.

 „მისმა სამეფო უმაღლესობამ  კემბრიჯის ჰერცოგინიამ 11:01 საათზე ვაჟი გააჩინა. ბავშვი იწონის 8 ფუნტსა და 7 უნციას. კემბრიჯის ჰერცოგი მშობიარობას ესწრებოდა. მისი სამეფო უმაღლესობა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ“-, ნათქვამია განცხდებაში.

ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობილი 2017 წლის სექტემბერში გახდა.

ქეითსა და უილიამს 4 წლის ვაჟი ჯორჯი და 2 წლის ქალიშვილი შარლოტა ჰყავთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე