ნიკოლას ქეიჯი სამსახიობო კარიერას ასრულებს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 23.04.2018
ნანახია: 1386

მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მედიის ცნობით, მას ფილმების გადაღება სურს.

 „ამ დროისთვის ძირითადად კინოში ვთამაშობ და ამას კიდევ სამი ან ოთხი წელი გავაგრძელებ, მსურს ძალები რეჟისურაშიც ვცადო“, - განაცხადა მსახიობმა.

ქეიჯი ამჟამად შვიდ პროექტში მუშაობს. მათ შორის ხუთ ფილმში მთავარ როლებს ასრულებს, ორ მულტფილმში კი პერსონაჟებს ახმოვანებს.

თავისი კარიერის განმავლობაში 54 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო 80 ფილმში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე