სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 23.04.2018
ნანახია: 785

სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. 

ცნობისთვის, აქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის არჩევის წინააღმდეგ 13 აპრილს დაიწყო.

საპროტესტო აქციები ათი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. დაკავებული იყვნენ აქციის ლიდერები, არმენ გრიგორიანი და დავიდ სანასარიანი, ხოლო მოგვიანებით დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი.

დღეს პოლიციამ იზოლატორიდან გაათავისუფლა ორი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და არარატ მირზოიანი. აქციას ათობით სამხედრო პირი შეუერთდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე