ერევანში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:02 | 23.04.2018
ნანახია: 781

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ფაშინიანი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მასთან ერთად გამოუშვეს კიდევ ერთი დეპუტატი, არარატ მირზოიანი.

"მე ვითხოვ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, დანარჩენს დღევანდელ მიტინგზე გამოვაცხადებ“ - ამბობს პაშინიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთის, დაკავებული იყვნენ აქციის ლიდერები, არმენ გრიგორიანი და დავიდ სანასარიანი, ხოლო მოგვიანებით დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი.

დღეს აქციას ათობით სამხედრო პირი შეუერთდა. 

ბოლო მონაცემებით დაკავებულია 33 აქციის მონაწილე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე