მგზავრი არადეკლარირებული ერთი ვაშლის გამო 500 დოლარით დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 23.04.2018
ნანახია: 862

ამერიკის კოლორადოს მცხოვრები ქალი არადეკლარირებული ვაშლის გამო 500 დოლარით დააჯარიმეს.
კრისტალ ტედლოკი პარიზიდან დენვერში ავიაკომპანია  Delta-ს თვითმფრინავით მიფრინავდა. ფრენის დროს მგზავრებს სადილით გაუმასპინძლდნენ. ქალმა ვაშლი, რომელიც მას სადილთან ერთად ერგო, ჩანთაში შეინახა და მისი მირთმევა მოგვიანებით გადაწყვიტა.

სამშობლოში კრისტალს სიურპრიზი ელოდა. მებაჟე დაინტერესდა ძვირი დაუჯდა თუ არა მას საფრანგეთში მოგზაურობა და როდესაც დადებითი პასუხი მიიღო, დაამატა, რომ ეს მოგზაურობა ახლა უფრო მეტად ძვირი გახდებოდა. აღმოჩნდა, რომ ტედლოკს ვაშლი დეკლარირებული არ ჰქონდა, რის გამოც მას ჯარიმის სახით 500 დოლარი უნდა გადაეხადა.

კრისტალმა არ იცოდა, რომ საზღვრის გადაკვეთამდე სადილი თვითმფრინავში უნდა მიერთმია. Delta-ში კი განაცხადეს, რომ მგზავრებმა კანონი უნდა დაიცვან.

აშშ-ის საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, კვების ყველა პროდუქტი აუცილებლად დეკლარირებული უნდა იყოს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე