ერევანში საპროტესტო აქციების 33 მონაწილე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 23.04.2018
ნანახია: 748

ერევანში საპროტესტო აქციების 33 მონაწილე დააკავეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხდროების ნაწილი დემონსტრანტებს შეუერთდა. სომხურ მედიასთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ სამხედრო სამასახურში იმყოფებიან. 

თავდაცვის სამინისტრში განაცხადეს, რომ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ მათ მიმართ, ვინც სამხერთ ნაწილი თვითნებურად დატოვა.

სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა იმართება. მომიტინგეების ერთი ნაწილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის შეკრებილი. დემონსტრანტები ლიდერების გარეშე არიან დარჩენილნი, ჯერ კიდევ შაბათს აქციების ორგანიზატორები არმენ გრიგორიანი და დავიდ სანასარიანი დააკავეს, გუშინ კი დეპუტატები ნიკოლ ფაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი დააპატიმრეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ლენა ნაზარიანის განცხადებით, საპროტესტო აქციების ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს  აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცეიბი 13 აპრილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატის დასახალების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ "ხავედროვანი რეცოლუციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე