ერევანში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები განაახლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 23.04.2018
ნანახია: 760

ერევანში აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სომხეთში პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის არჩევას, დღეს დილიდან აქცია განაახლეს.

აქციები ერთდროულად რამოდენიმე დემონსტრანტების ჯგუფის მიერ იმართება. ერთ-ერთი აქცია დაიწყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. დემონსტრანტები მთავარი ლიდერის გარეშე არიან დარჩენილნი. ჯერ კიდევ შაბათს დაკავებულ იქნა არმენ გრიგორიანი და დავიდ სანასარიანი, ხოლო კვირას დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე