შიშველმა მამაკაცმა კაფეში 4 ადამიანი მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 23.04.2018
ნანახია: 985

ამერიკის ტენესის შტატის პოლიცია ეძებს შიშველ მამაკაცს, რომელმაც კაფეში ცეცხლსასროლი იარაღით ითხი ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა.

სროლის დროს მამაკაცს მხოლოდ მწვანე ფერის პიჯაკი ეცვა, გაქცევის დროს კი გაიხადა და შიშველი მიიმალა.

პოლიციის თქმით, მკვლელი 29 წლის ტრევის რაინკინგია.

მედიის ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული ოყო AR-15 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით. ეს იარაღი აშშ-ში ხშირად გამოიყენება მსგავსი თავდასხმების დროს.

ამ ტიპის იარაღი გამოიყენა ლას-ვეგასელმა თავდამსხმელმაც, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში 58 ადამიანი მოკლა. ამავე ტიპის იარაღი იყო ასევე  გამოყენებული ფლორიდის სკოლაში მომხდარი სროლის დროსაც, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე