სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე დაკავებულ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:07 | 23.04.2018
ნანახია: 740

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი საგანგებო შეხვედრას გამართავს დაკავებულ ოპოზიციონერ დეპუტატებთან.

ბაბლოიანი ერევანში სიტუაციის გამწვავების გამო სომხეთის დედაქალაქში უცხოეთიდან სასწრაფოდ დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, კვირას ოპოზიციის მსვლელობა ერევნის ერთ-ერთ რაიონში სპეცდანიშნულების რაზმმა შეაჩერა, რომელმაც დემონსტარტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მანამდე მოლაპრაკება გაიმართა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანსა და პრემიერ სერჟ სარგსიანს შორის, რომელიც სამ წუთს გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანის ქმედებას შანტაჟი უწოდა და ურჩია სამართლებრივ ველს დაბრუნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევეაში პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა. პოლიციამ მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა, ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი კი დააკავა.

საპროტესტო აქციები ერევნაში სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახლების გამო 13 აპრილს დაიწყო და მასობრივ პროტესტში გადაიზარდა.

ამის მიუხედავად, პარლამენტმა  სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. ოპოზიციამ სომხეთში “ხავრდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.



 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე