კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 16:25 | 20.04.2018 ნანახია: 868დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა.
პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო.
ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.
პროექტის მიზანია, ზემოხსენებული სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.
პროექტის განხორციელებით, სარგებელს მიიღებს დედაქალაქის მოსახლეობა, ხელი შეეწყობა მცირე და მიკრო მეწარმეების საქმიანობას, საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე, გაიზრდება დაინტერესება ინვესტორებისა და ტურისტების მხრიდან, ახალი შესაძლებლობები და სივრცეები შეიქმნება ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე, პერსპექტიული მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ კვლევა იქნება წარმოდგენილი. კვლევის მიზანი თბილისის ყველა უბნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოტენციალის შესწავლაა, რომელზე დაყრდნობითაც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სტრატეგია შეიქმნება.
თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინიციატივების განხორციელებისთვის იგეგმება ღამის ტრანსპორტის მოწესრიგება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ღამის ღია კინოთეატრებისა და მუზეუმების ამოქმედება. გარდა ამისა, სტარტაპერებს მიეცემათ საშუალება, ბიზნეს აქსელერატორებისა და შემოთავაზებული საინვესტიციო პაკეტების მეშვეობით, ახალი ბიზნეს პროექტები განავითარონ.
აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.
პროექტის პრეზენტაციას საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სარესტორნო, სასტუმრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურის და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე - ევროკავშირის წარმომადგენლობა
- ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი
- საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი
საზოგადოება
- „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
- 15 მარტს დღის ბოლოდან 18 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს
- „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
- შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს
მსოფლიო
- ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
- მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვის შესახებ
- აშშ გმობს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს - მეთიუ მილერი
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა
- ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია