„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასახელდება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 20.04.2018
ნანახია: 766

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს.

მისი თქმით, კანდიდატის თაობაზე პარტიაში მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული.

„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება.

კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე