ლეგენდარულ ABBA-ს ციფრული ტექნოლოგიებით აღადგენენ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 20.04.2018
ნანახია: 1184

ლეგენდარულ ABBA-ს, რომელსაც 70-იან წლებში შოუ-ბიზნესში ლიდერის პოზიციები ეკავა პირვანდელი სახით აღადგენენ. გამოყენებული იქნება ციფრული ტექნოლოგიები, რომლის დახმარებითაც ჯგუფს იმ სახით აჩვენებენ, როგორც ის 1979 წელს გამოიყურებოდა.

შოუში ჩართულები არიან ტელეარხები NBC და BBC. შეიქმნება სპეციალური ავატარები.

შვედური ჯგუფის წევრები სცენაზე კვლავ ერთად გამოვლენ, ოღონდ არა მომღერლები, არამედ მათი ციფრული ასლები.

კინოინდუსტრიის მხატვრები და ტექნიკოსები არტისტების ასლებს 1979 წლის მიხედვიღ შექმნიან. ლეგენდარული ჯგუფის წევრის ბიორნ ულვეუსის თქმით, სწორედ ამ პერიოდში გამოიყურებოდნენ მუსიკოსები შესანიშნავად.

შოუს შემოდგომაზე წარმოადგენენ, ნახევარი წლის შემდეგ კი ჯგუფის ტურნე დაიწყება.

ABBA ოფიციალურად 1972 წელს შეიქმნა და პოპულარობა მალე მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე