ქალმა ერთ ბანანში 930 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 20.04.2018
ნანახია: 884

დიდი ბრიტანეთის ქალაქ შერვუდში ბობი გორდონმა ერთ ბანანში 930 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მან ხილი ონლაინ მაღაზია Asda-ში შეიძინა.   

გორდონის თქმით, ბანანი სინამდვილეში 11 პენი ღირდა. ის, რომ მასში გაცილებით მეტი გადაიხადა, გორდონმა მას შემდეგ შეიტყო, რაც ქვითარი მიიღო. ბანკმა მისი საკრედიტო ბარათი დაბლოკა რადგან ჩათვალა, რომ ქალი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

 „ჩემს შვიდი წლის ვაჟს ვუთხარი, რომ ის ამ ბანანის თითოეული ლუკმით უნდა დამტკბარიყო“, - აღნიშნა ბობი გორდონმა სიტუაციის კომენტირებისას და დასძინა რომ ასეთ „ბანანურ დრამას“ არ ელოდა.

Asda-ს წარმომადგენელმა აცნობა, რომ სისტემაში შეცდომა მოხდა და მომხმარებელს ბოდიში მოუხადა.

„ჩვენი ბანანი მართალც შესანიშნავია, მაგრამ ის ასეთი ძვირიც არ ღირს. ცხადია, რომ სისტემაში შეცდომა მოხდა“, - აღნიშნეს სუპერმარკეტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე