მატარებლების დაჯახების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 20.04.2018
ნანახია: 835

სულ მცირე 54 ადამიანი დაშავდა ავსტრიაში ზალცბურგის მთავარ სარკინიგზო სადგურზე სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად. ამის შესახებ გამოცემა Salzburger Nachrichten-ი იტყობინება.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ლოკომოტივი ვენეციის ღამის მატარებელს ციურიხის მატარებელთან აერთებდა და გაჩერებულ მატარებელს დაეჯახა.

მომხდარის დროს მგზავრების უმეტესობას ეძინა. დაშავებულებს მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ. გამოცემის ცნობით, მატარებლებში 240 მგზავრი იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე