აშშ-ში ყველაზე ხანდაზმული დამნაშავე სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 20.04.2018
ნანახია: 883

ალაბამას შტატის ხელისუფლებამ 83 წლის უოლტერ მუდის მიმართ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანა. მამაკაცს ორგანიზმში სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს.
მუდი ყველაზე ხანდაზმული მსჯავრდებული გახდა, რომელიც აშშ-ში 1970-იან წლებში სიკვდილით დასჯის შესახებ ახალი კანონების მიღების შემდეგ დასაჯეს. უოლტერ მუდი 1989 წელს ფედერალური მოსამართლის რობერტ ვენსის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. მან თავის მსხვერპლს ბომბი ფოსტით გაუგზავნა.

მუდიმ სიკვდილმისჯილთა საკანში 20 წელი გაატარა. პატიმრობის დროს ის უშედეგოდ ცდილობდა სასჯელის აღსრულების გადადებას აშშ-ის უმაღლეს სასმართლოში.

„ბატონ მუდის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო კარგად დაგეგმილი და მიმართული იყო მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ აღიარა და ეს ვერდიქტი დამტკიცებული იყო სასამართლო სისტემების ყველა დონეზე“, - ნათქვამია ალაბამას შტატის გუბერნატორის კეი აივის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე