რუსეთი დუმაში ქიმიური თავდასხმის კვალს ანადგურებს - აშშ

საქართველო, თბილისი - 10:38 | 20.04.2018
ნანახია: 911

აშშ-ს აქვს მტკიცებულება იმის შესახებ რომ სირია და რუსეთი დუმაში ქიმიური თავდასხმის კვალის განადგურებას ცდილობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ჩინოვნიკები სირიელ კოლეგებს თავდასხმის ადგილის გაწმენდაში ეხმარებიან.

ნოიერტისვე თქმით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორების  ამ დრომდე არ უშვებენ ქალაქ დუმაში, სადაც რუსეთმა სამხედრო პოლიცია შეიყვანა.

7 აპრილს აღმოსავლეთ გუთის ქალაქ დუმაში ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით დაიღუპა 43 ადამიანი, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით, თავდასხმას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

14 აპრილს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები მოახდინა სირიის სამ ობიექტზე, სადაც ქიმიური იარაღი იწარმოებოდა. სპეცოპერაცია ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ განხორციელდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე