ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 20.04.2018
ნანახია: 778

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი უკან დაუბრუნა. ამის შესახებ ასადის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. საპატიო ლეგიონის ორდენი ასადს 2001 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა. 2018 წლის 16 აპრილს საფრანგეთის ხელისუფლებამ სირიის პრეზიდენტისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის  ჩამორთმევის პროცედურები ჩაატარა.

ორდენი პარიზს დამასკოში რუმინეთის საელჩოს მეშვეობით დაუბრუნეს. „პრეზიდენტ ასადისთვის პატივს არ წარმოადგენს ატაროს ორდენი მონა სახელმწიფოსა და აშშ-ის მოკავშირის, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორისტებს“, - ნათქვამია სირიის ლიდერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პარიზის განცხადებით, ასადის რეჟიმმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა განახორციელა, სადაც 7 აპრილს 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

14 აპრილს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ამის საპასუხოდ სირიის ობიქეტებს სარაკეტო დარტყმები მიაყენა, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე