ზარდიაშვილზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის გამოსახულება - დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 15:26 | 19.04.2018
ნანახია: 753

ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის გამოსახულება, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია. 

„ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ზრდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია. ჩემს რაიონში ცხოვრობს და მეზობლების მიმართ მისი განწყობა ვიცი. გაიარეთ, ზარდიაშვილის მეზობლები გამოკითხეთ. ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. ადგილზე ზარდიაშვილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენებას აპირებდნენ და ცუდი საქციელის გამო მის წინააღმდეგ მთელი პარტია გამოვიდა. ნავთლუღი ძველი თბილისია, ყველა ყველას იცნობს და როცა არჩევნების დროს საპირისპირო მხარეს ხარ და ხალხს ახსოვს, 2012 წელს როგორი მოქმედება იყო, 2016 წელს „ქართული ოცნება“ ადამიანებმა ლამის დატოვეს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე