ერევანში პოლიციამ 100 დემონსტრანტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 19.04.2018
ნანახია: 726

სომხეთის პოლიციამ ასი დემონსტრანტი დააკავა. დაკავებულები ქალაქის სხვადახვა განყოფილებებში არიან გადაყვანილნი.

გავრცელებული ინფორმაციით, ასობით დემონსტრანტმა ერევნის ქუჩებში მსვლელობები დაიწყო, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობს. აქციის მონაწილეთ ნაწილი სამთავრობო შენობებთან დარჩა.

დილით პოლიციამ ყველა სამთავრობო შენობის შესასვლელის გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც დემონსტრანტებს ჰქონდათ ბლოკირებული და შიგნით თანამშრომლებს არ უშვებდნენ.

საღამოს რესპუბლიკის მოედანზე პაშინიანმა მორიგი მიტინგი დააანონსა.

აქციის მონაწილეები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე