ბასკური ტერორისტული ორგანიზაცია - ეტა არსებობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 19.04.2018
ნანახია: 1617

ბასკეთის მემარცხენე რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ეტამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ის თავის არსებობას მაისის დასაწყისში შეწყვეტს.

თვითლიკვიდაციის გამოცხადებამდე დაჯგუფების წევრები შეხვედრებს გამართავენ ბასკ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და საერთაშორისო შუამავლებთან. მოლაპარაკებები სავარაუდოდ საფრანეგთში გაიმართება.

ეტა ჯერ კიდვ ერთი წლის წინ დათანხმდა განიარაღების პროცესის დაწყებას. მებრძოლებმა ესპანელ სამართალდამცველებს იარაღის საცავებზე მონაცემები მიაწოდეს.

ეტა გენერალ ფრანკოს დიქტატურის წინააღმდეგობის მოძრაობად 1959 წელს ჩამოყალიბდა. 1960-იანი წლების დასაწყისში ორგანიზაციაში ტერორისტული მეთოდების გამოყენება დაიწყეს. თავს ესხმოდნენ თანამდებობის პირებსა და ჟანდარმებს, აფეთქებდნენ პოლიციის განყოფილებებსა და სარკინიგზო ხაზებს. 50 წლის განმავლობაში მათი თავდასხმების შედეგად 850 ადამიანი დაიღუპა. ეტა ესპანეთისგან ბასკების ქვეყნის გამოყოფის მომხრეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე