„კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტული იყო - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 19.04.2018
ნანახია: 783

„კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ჭიჭინაძის ეს განცხადება ხელს არ შეუწყობს იმ სულისკვეთებას, რაც ყველას აქვს.

„სულისკვეთება პოზიტიურია, რადგან ისეთი მისწრაფება გვაქვს, რომ პოზიციები შევაჯეროთ და თუ საჭიროა, ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ღრმად ვილაპარაკოთ. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გადადებას, ეს ის შეხვედრა არ არის, რომლის თაობაზეც ზოგიერთ ადამიანს სკანდალური მოლოდინებიც აქვს. აღნიშნულ შეხვედრაზე თემატური საკითხები და ბოლო პერიოდის სიტყვიერი დაპირისპირების პერიპეტიები უნდა განვიხილოთ. რა საკვირველია, სჯობს, შეხვედრა უკეთესად მომზადდეს, თემები გავიაროთ, პოზიციები შევაჯეროთ და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც გვაერთიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ მათ მოთხოვნას, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოშორდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე