მეგან მარკლმა ქორწილისთვის რამდენიმე კაბა შეარჩია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 19.04.2018
ნანახია: 1276

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. ყოველ დღე მედია წყვილის თაყვანიმცემლებს მომავალი დღესასწაულის ახალ-ახალი დეტალებით ახარებს.  

დღეს კი ინსაიდერებმა სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებს აცნობეს, რომ მეგანმა საქორწინო კაბები უკვე შეარჩია.  

მომავალი პრინცესა ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე კაბის მორგებას აპირებს. მეგანის საოცნებო კაბას სამეფო სასახლის გასაიდუმლოებულ ატელიეში კერავენ.

მედიის წყაროს თქმით, დასასრულს უახლოვდება მეგანის მეორე საპატარძლო კაბის შეკერვაც.

მომავალმა პრინცესამ ქორწილისშემდგომ გარდერობზეც იზრუნა. მან Burberry-ის, Victoria Beckham-სა და Stella McCartney-ის კიდევ სამი კაბა შეუკვეთვა.

შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.

ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამრეკლოში შედგება. პატარძლის მხრიდან ცერემონაის დაესწრებიან მხოლოდ მისი მეგობრები და დედა. მამა, ძმა ტომას მარკლი-უმცროსი და ნახევარდა სამანტა გრანტი მეგანს ქორიწლში არ მიუწვევია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე