დანიის სანაპიროებთან ჰიტლერის წყალქვეშა ხომალდი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 19.04.2018
ნანახია: 132

დანიის სანაპიროებთან ჩაძირული გერმანული წყალქვეშა ხომალდი U-3523 აღმოაჩინეს, რომლითაც თითქოს მესამე რაიხის ხელმძღვანელობა სამხრეთ ამერიკაში გარბოდა. ნავთან მიახლოება გართულებულია, რადგან ის 123 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხომალდი 1945 წლის მაისში ბრიტანულმა ბომბდამშენებმა ჩაძირეს. მაგრამ მისი ნამსხვრევების პოვნა ვერ მოხერხდა. ამან კი გაავრცელა ლეგენდა იმის შესახებ რომ სუბმარინს მესამე რაიხის ხემძღვანელობა სამხრეთ ამერიკაში გადაყავდა. დანიის საზღვაო ბრძოლების მუზეუმში კი ამბობენ, რომ ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს.

წყალქვეშა ნავი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ აგებული ყველაზე თანამედროვე ხომალდი იყო.

ჯერჯერობით სუბმარინის ამოყვანა არ იგეგმება. ამიტომაც მისი შიგთავსი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულად რჩება.

ცნობილია, რომ სამხრეთ ამერიკაში ნაცისტების დიდმა რაოდნეობამ შეაფარა თავი. მათ მიმართ განსაკუთრებული  გულღიობა არგენტინამ გამოიჩინა. ოფიციალური მონაცემებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არგენტინას 180-მა ნაცისტმა დამნაშავემ შეაფარა თავი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე