ერევანში დემონსტრანტებმა ქუჩებში მსვლელობები დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 12:07 | 19.04.2018
ნანახია: 712

ასობით დემონსტრანტმა ერევნის ქუჩებში მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ერევნის ცენტრში სამთავრობო შენობების წინ არის დარჩენილი.

დილით პოლიციამ ყველა სამთავარობო შენობის შესასვლელის გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც დემონსტრანტებს ჰქონდათ ბლოკირებული. დაკავებულია 20 ადამიანი.

დღეს სომხეთის მთავრობამ პირველი სხდომა უნდა გამართოს, რომელიც დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები 13 მაისიდან იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე