მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.04.2018
ნანახია: 664

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა, - ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ნათიას ყველანი კარგად ვიცნობთ. მას ძალიან  მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ნათიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ნათია მიქელაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე