საუდის არაბეთში პირველი კინოთეატრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 19.04.2018
ნანახია: 770

საუდის არაბეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი საზოგადოებრივი კინოთეატრი გაიხსნა.

არაბული მედიის ცნობით, კინოჩვენებაზე 600 ადამიანი იყო მიწვეული. დარბაზში იმყოფებოდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ვებ სალმან ალ საუდი, რომელიც სამეფოში კინოს დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო.  

საუდის არაბეთის კულტურის სამინისტრო 2030 წლისთვის  ქვეყანაში 350 კინოთეატრის გახსნას გგემავს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, წელს საუდის არაბეთი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიას წარადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე