ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციის 17 მონაწილე დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 19.04.2018
ნანახია: 750

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციის 17 მონაწილე დააკავა. პროტესტანტები  სამთავრობო შენობის დაბლოკვას ცდილობდნენ და თანამშრომლებს შიგნით არ უშვებდნენ.


აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც თავის მხარდამჭერებთან ერთად დღეს დილით ქუჩების ბლოკირებას ცდილობდა, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
პაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების მუშაობის პარალიზებას მოახდენდნენ. მისი თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა მობილური იქნება და პოლიციასთან შეტაკება გამორიცხა.

სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციამ ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებაც განაცხადა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე