კასპში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ ძმა მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 19.04.2018
ნანახია: 899

კასპში, გვიან ღამით ძმამ ძმა მოკლა. 

როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე