19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკა მიშველაძის საქმის განხილვა გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:05 | 19.04.2018
ნანახია: 745

19 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება ეკატერინე მიშველაძის საქმის განხილვა. როგორც ცნობილია, ეკატერინე მიშველაძემ სამართლებრივი დავა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ იგი დისკრიმინაციული საფუძვლით (ოჯახის წევრის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობის ნიშნით) სამსახურიდან გაათავისუფლა და დახურა გადაცემა ,,პირველი სტუდია“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ეკატერინე მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა, თუმცა, სასამართლომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოქმედება დისკრიმინაციად არ შეაფასა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, ასევე, დისკრიმინაციის დაუდგენლობის ნაწილში საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემაც.

ეკატერინე მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე