პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 500-ზე მეტ პირს დანაშაული ხელახლა აქვს ჩადენილი - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 16:36 | 18.04.2018
ნანახია: 731

მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ინდივიდუალური აქტია და მისი გამოყენება ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, გიორგი მარგველაშვილის მიერ 3600-ზე მეტი პირია შეწყალებული, მათ შორის 82% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელახლა ჩადენილ დანაშაულებს შორის დიდი რიცხვია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე.

“ეს ობიექტური პრობლემაა და შეწყალების პოლიტიკა პრობლემური გახდა. ამაზე საუბარს პოლიტიკური სპეკულაციები არ სჭირდება, ეს ფაქტებია და თუ იმას ვამბობთ, რომ კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა გვინდა, პოლიტიკა რომელიც შეწყალებაზე მივიღეთ, საზოგადოების ამ სურვილს ხელს არ უწყობს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე