ცნობილი გახდა ადგილი, სადაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი თაფლობის თვეს გაატარებენ

საქართველო, თბილისი - 15:22 | 18.04.2018
ნანახია: 1646

მას შემდეგ, რაც 19 მაისს მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაქორწინდებიან, თაფლობის თვის გასატარებლად ნამიბიაში გაემგზავრებიან.

მართალია ჰარისა და მეგანის დასვენების კონკრეტული ადგილი არ სახელდება, ინსაიდრები იუწყებიან, რომ ისინი ეწვევიან ბანაკს ჰოანიბის მდინარის ხეობაში, რომელიც ნამიბიაში ერთ-ერთ ყველაზე ველურ და შორეულ ადგილად მიიჩნევა.

ბანაკი მთების, ქვიშის დიუნებსა და უდაბნოს გარემოცვაში მდებარეობს. ამ რეგიონში ბინადრობს უამრავი ველური ცხოველი, რაც ჰარისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გაერთიანებულ სამეფოში ის ეკლოგიისა და ბუნების დიდი დამცველია.

 მთელი ბანაკი ეკოლოგიურად სუფთაა და აქ ყველაფერი მზის ენერგიაზე მუშაობს. ყველა მასალა, რომლითაც შექმნილია ავეჯი სასტუმროში ამავე რეგიონში შეგროვდა და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ დამზადდა.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე